ცნობილმა დიზაინერმა ანუკი არეშიძემ სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც საკუთარი კოლექციიდან ახალი კაბა აცვია.
View this post on Instagram
კაბამ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.
ერთ-ერთმა გამომწერმა კი სთხოვა, მისთვის საახალწლოდ კაბა ეჩუქებინა. ანუკი დათანხმდა და თავის გამომწერს კაბა აჩუქა.
ინფორმაციისთვის, თბილისის მერი, კახი კალაძე და ანუკი, დაახლოებით, 12 წელია, რაც ერთად არიან, წყვილს 4 ვაჟი ჰყავს.
კახისა და ანუკის სიყვარულის ამბავი იტალიაში 2008 წლის 12 იანვარს დაიწყო, როდესაც „მილანის” ფეხბურთელი ერთ-ერთ სასურველ სასიძოდ ითვლებოდა, არეშიძე კი უკვე წარმატებული მოდელი გახლდათ.
კახისა და ანუკის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ცხოვრების სტილი და ტემპი აქვთ, ყოფილი ფეხბურთელი ამჯამად თბილისის მერის პოზიციას იკავებს, ანუკიმ კი სამოდელო კარიერაზე საკუთარი ნებით უარის თქმის შემდეგ დიზაინერობას მიჰყო ხელი და რამდენიმე წლის წინ შექმნა ქართული ბრენდი ANOUKI, რომელმაც ყველაზე პრეტენზიული შემფასებლების კომპლიმენტებიც კი დაიმსახურა.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
VIDEO: ბოლოჯერ გეკითხები, დედიკო უფრო გიყვარს თუ დედიკო? - ნიკოლას პასუხს ვერ გამოიცნობთ
VIDEO: დაათვაალიერეთ ივანიშვილების საახალწლოდ მორთული ზღაპრული სახლი