საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 236 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 44 ადამიანი, ხოლო 3 146 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
ამ ამბავს გამოეხმაურა იმუნოლოგ-ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
მისი თქმით, გარდაცვლილთა რიცხვი გაზრდილია და მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა აიცრან, რადგან შემცირდეს სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
„44 გარდაცვლილი, სიკვდილმა არ იცის შაბათ-კვირა.
ნუ გახდები ამ სტატისტიკის ნაწილი!
აიცერი“,- წერს კულუმბეგოვი.
ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მოქალაქეები ერთმანეთს კომენტარებშიც მოუწოდებენ აიცრან.
„ისე მართლა რომ დაიდოს სია გარდაცვლილების ყოველ დღე, ოჯახებთან შეთანხმებით ეგება მერე დაიჯეროს უმრავლესობამდა გვერდზე მიეწეროს აცრის სტასტუსიც“,- ია ფარულავა.
„და კიდევ ერთი რამე, ხალხს ეცოტავება 1 და 2 ადამიანი, კარგით გაყალებულია სტატისტიკა 1 ადამიანი ცოტაა? გეკითხებით 1 რომ იყოს გარდაცვლილი არაუშავს?“
„ამ სტატუსს ისიც რომ დააყოლოთ იყვნენ თუ არა აცრილები კარგი იქნება. იქნებ დაინახოს ხალხმა რომ აუცილებელია აცრა პირბადე დისტანცია“, - წერენ კომენტარებში.