Digest Logo

„სიკვდილსაც მისი სუნი ჰქონია... ნეტა გაცოდინა, რა ფუჭია ყველა სიტყვა, ყველა გამაგრდი და გამძლეობა“ - დიკა სალაყაია გარდაცვლილ დაზე

1643834388
დიკა სალაყაია

6 დეკემბერს პოეტ დიკა სალაყაიას და - ორსული ბაკო სალაყაია კორონავირუსით გარდაიცვალა. დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს და კოვიდით გარდაცვლილ ორსულ დაზე სულის შემძვრელ წერილს წერს. 

„გაუსაძლისის გაძლებიდან იბადებაო ადამიანი, მაგრამ… ვაი, ასეთ გაძლებას…

იქ სიმშვიდე სჭირდებაო… გლოვასაც საზღვარი აქვსო… ისე იცხოვრე, როგორც მას გაუხარდებაო… ძლიერი იყავიო…

ნეტა გაცოდინა რა ფუჭია ყველა სიტყვა… ყველა გამაგრდი და გამძლეობას გისურვებო…

თვალებს დახუჭავ და ისევ, ყოველ დღე იმ გზას გადიხარ… შენი გაფრენის სულის შემძვრელ გზას…

რა არ გამოვიგონე… რას არ ვეპოტინე… ხან ახალ მედიკამენტს ვეძებდი, ხან სასწაულს ველოდი…

ახლა? ახლა იმ გზებს ვარკვევ და ვკითხულობ კვლევებს იმის შესახებ, თუ რას განიცდიდი რეანიმაციაში… რას გრძნობდი იმ საშინელ დღეს… რამდენი ხანი დაფარფატებდი დედამიწაზე… მერე სხვა ასტრალში…

სიკვდილსაც მისი სუნი ჰქონია თურმე… როგორ მეზიზღება ეს წყეული სიტყვა… მე კი შენი სურნელი მენატრება, შენი ამოჩემებული სუნამოს სურნელი…

ისე ვარ ზოგჯერ, მხოლოდ შენი შემოძახება თუ გამომაფხიზლებს, მაგრამ… რამდენი მაგრამ…
ბაკო“, - წერს დიკა სალაყაია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: ქეთა თოფურიას შვილი ლაპარაკს ქართულად იწყებს

🔵„ამ ვიღაც ტუჩებ დაბერილი, იდიოტი, ანტივაქსერი ქალის ფრაზებს რატომ დაათრევს მედია?“ - დეკანოზი ილია ჭიღლაძე კვალიაშვილზე

🔵„პოლიტიკურ გადაცემებში მსახიობებს და ხელოვანებს რატომ ალაპარაკებთო“ - რას პასუხობს ინგა გრიგოლია საზოგადოებას

🔵„იცოდე, რომელმაც ეს სკამი დააზიანე, სოციალურად დაუცველს პურის ფული წაართვი, განათლებას ხელი შეუშალე“ - რა ფოტოს აქვეყნებს გოგა ჩანადირი