ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ავრცელებს ფოტოს, სადაც ჩანს, თუ როგორ დააზიანა უცნობმა ადამიანმა სკვერში განთავსებული სკამი. ფოტოგრაფი აღნიშნული ქმედებისთვის პირს სხვადასხვა ბრალდებას უყენებს და ამბობს, რომ მსგავსი ქმედებებით მოქალაქეები ერთმანეთს პურის ფულს ვართმევთ.
„იცოდე, რომელმაც ეს სკამი დააზიანე, სოციალურად დაუცველს პურის ფული წაართვი, პენსიონერს პენსია დააკელი, ავადმყოფს მკურნალობა გადაავადებინე, განათლებას ხელი შეუშალე როგორც საბავშვო ბაღებში, ისე სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, გზის მოწესრიგება და გარე განათება შეაფერხე, სამხედროებსა და სამართალდამცველებს ქვეყანასა და ადამიანებზე ზრუნვის საშუალება არ მიეცი და კიდევ სხვა არაერთი მძიმე შედეგი მოიტანე.
რატომ? ის ფული, რომელიც ახლა ამ სკამის აღდგენას ან ახლით ჩანაცვლებას უნდა მოხმარდეს, შეიძლებოდა, სახელმწიფოს სწორედ ზემოხსნებულ სფეროებში გამოეყენებინა, მაგალითად, ვინმეს მკურნალობა დაეფინანსებინა.
მოდი, მოვუფრთხილდეთ საკუთარ ქონებას“, - წერს გოგა ჩანადირი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵იმერეთში კოვიდით გარდაცვლილი ქალის ქმარი ცოლის გაყინული კვერცხუჯრედით შვილის ყოლას გეგმავს