„სინოვაკის“ ვაქცინა ბავშვებში 3-დან 17 წლამდე უსაფრთხოა, - ამის შესახებ თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა 1 და 2 ფაზის შუალედური შედეგები. კვლევა ჩატარდა 550 მონაწილეზე (n=71 ფაზა 1 და n=479 ფაზა 2).
გვერდითი მოვლენების უმრავლესობა ლოკალური ტკივილის სახით გამოიხატა, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის იყო და დაახლოებით 26%-ში გამოვლინდა.
სეროკონვერსია (ანტისხეულების გამომუშავება) მე-2 ფაზაში 186 მონაწილიდან 180-ს აღენიშნებოდა (96,8 %) 1,5-μg-ჯგუფში (დოზა) და 180 მონაწილიდან 180-ს (100,0 %) 3,0-μg-ჯგუფში (დოზა).
საინტერესო შედეგებია. ველოდებით მე-3 ფაზას!“ - წერს თამარ ჟამურაშვილი.