კლუბ ბასიანის დამფუძნებელი - ნაჯა ორაშვილი ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტის, გიორგი იოსელიანი გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„სიტყვები არ მყოფნის Kazzy Jazz გარდაცვალებასთან დაკავშირებით. თავის საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი, რომლის ხმა თანაბრად ისმოდა თითქმის ყველა სოციალურ პროტესტში, მუდამ გვერდით გვედგა და მხარს გვიჭერდა 2012 წელსაც, სამი წლის წინ - 12 მაისსაც. ქართული ჰიპ-ჰოპის სცენამ ერთგული, მებრძოლი, სიმართლის მთქმელი და მართლა შესანიშნავი არტისტი დაკარგა“, - წერს ნაჯა ორაშვილი.
ცნობისთვის, ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტი, გიორგი იოსელიანი 28 წლის ასაკში დღეს, 12 მაისს, გარდაიცვალა.