ჟურნალისტი და პიარ ტექნოლოგიების სპეციალისტი ლალი მოროშკინა, სიცხეში პირბადის ტარებასა და ბამბაზე დათესილ ჯეჯილს შორის, პარალელს ავლებს და აცხადებს, რომ ვირუსისგან დამცავი ნიღაბი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
„აუცილებლად წასაკითხი! პირბადე სიცხეში კლავს!
ალბათ ბევრმა დათესეთ სააღდგომოდ ხორბალი სველ ბამბაზე? ზუსტად იგივე ეფექტი აქვს ნოტიო, ოფლიან პირბადეს სიცხეში!
ზუსტად ასე, ხორბალივით ხარობენ ბაქტერიები ჩვენს ორგანიზმში!
პირბადე კლავს და რა ვირუსი. ვირუსებთან და ბაქტერიებთან ერთად ჩვენ ვიბადებით და თანავცხოვრობთ, ხოლო მათი ამონასუნთქით და ნახშირორჟანგით კვება, ჩვენს ორგანიზმში იწვევს საშინელ პროცესებს!
დაფიქრდით!
ბედნიერი კვირა და მხოლოდ სიყვარული და აბიბინებული ხორბალი თქვენს ოჯახებს!“ - წერს მოროშკინა.