სამეგრელოში 8 წლის ბავშვი მამა-შვილმა გააუპატიურა. როგორც ირკვევა ისინი ბავშვზე 2 წლის განმავლობაში ძალადობდნენ.
ფაქტს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მეზობლებმა ოჯახს სახლიც კი გადაუწვეს.
ფაქტს სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ბაია პატარაია ეხმაურება.
როგორც პატარაია წერს, სხვისი სახლის დაწვა დანაშაულია და ეს არის მთელი სახელმწიფო სისტემის ჩამოშლა.
„პედოფილია უმძიმესი დანაშაულია და ითვალისწინებს სამუდამო პატიმრობას, რაც სწორია.
სხვისი სახლის დაწვა დანაშაულია, თუნდაც დამნაშავის სახლის დაწვაც დანაშაულია. ხოლო პოლიციელი თუ მონაწილეობს ამ დანაშაულში ღიად, უყურებს დანაშაულს და არ ცდილობს მის აღკვეთას - ეს მთელი სახელმწიფოს სისტემის ჩამოშლაა.
დარწმუნებული ხართ, რომ გამოქვაბულში გინდათ დაბრუნება და ლინჩის წესით ცხოვრება? მე არ მსურს ბრბო ასამართლებდეს ვინმეს.
მე სამართლიანი სასამართლო მინდა, რომელიც პედოფილსაც განსჯის და პოლიციელის დანაშაულსაც, სამართლიანად და მიუკერძოებლად.
გავეშებული ბრბოს სამართლის აღსრულება არც არასდროს შეეძლო და ვერც ვერასდროს შეძლებს.
სიველურეს და ლინჩის წესს არასდროს არ გავამართლებ - ეს უკონტროლო ბოროტებაა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სამართლიანობასთან და კანონთან,“- წერს ბაია პატარაია.
ინფორმაციისთვის, 8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით, მამა-შვილი გუშინ დააკავეს. გოგონას კი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
დაკავებულები 65 და 35 წლის მამაკაცები არიან. არასრულწლოვანი დაკავებულების მეზობელია.
საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: