Digest Logo

სოხუმის დაცემა მე გამოვაცხადე - რას იხსენებს ირინა სარიშვილი?

1601222602
პოლიტიკოსი სარიშვილი

სოხუმი დაეცა, ბრძოლა წავაგეთ, ომი გრძელდება... საქართველოს ექს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე პოზიციის გამყარებას ცდილობს და კავშირს რუსეთთან ამყარებს.

იწყება ახალი პერიოდი...

ირინა სარიშვილი სოხუმის დაცემაზე:

„ამ დღეს – როცა სოხუმი დაეცა, ჯერ კიდევ ვიცეპრემიერი ვიყავი. შევარდნაძე ჯერ ისევ სოხუმში იყო.
პრემიერი და სხვა წამყვანი მინისტრები სადღაც დაიმალნენ.

სოხუმის დაცემა სატელევიზიო დიქტორმა უნდა გამოაცხადოსო, ასე შემოთვალეს კურდღლებმა.

40 გრადუსი სიცხით, ფილტვების ანთებით, კაბინეტიდან წავედი ტელევიზიაში და სოხუმის დაცემა მე გამოვაცხადე:

სოხუმი დაეცა, ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომი გრძელდება გამარჯვებამდე – ეს იყო ჩემი გამოსვლის ბოლო სიტყვები.

სახლში როცა დავბრუნდი, გიამ მითხრა, ისეთ ვიდზე იყავი, მგონი სოხუმის დაცემა გადაფარეო.

ამის შემდეგ ცოტა ხანში შევარდნაძემ ნაცვლად ბრძოლისა, საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნება ჯერ ჯაბა იოსელიანთან, შემდეგ კი რუსეთთან დაზავებით გადაწყვიტა და СНГ–ში შესვლა გამოაცხადა, რის მერეც პროტესტის ნიშნად მე და ყველა ჩემი თანაპარტიელი გადავდექით.

P.S. ამაზე და ყველაფერზე რაც მახსოვს, უფრო დეტალურად იმ წიგნში გაეცნობით, რომელსაც უკვე თითქმის ვასრულებ.“- წერს სარიშვილი.

ინფორმაციისთვის, დღეს 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა.