მოდელი და ტელეწამყვანი ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში წერს, რომ აჭარაში კოვიდრეგულაციები სრულად უგულებელყოფილია. ის შრომის ინსპექციას მიმართავს და რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„შრომის ინსპექცია / Labour Inspection Office ბათუმში ნამყოფები ხართ?! სურსათის მაღაზიებშიც კი არავის უკეთია პირბადე, მათ შორის გამყიდველებსაც!
სრული განუკითხაობაა და პატრონი არ ჰყავს აქაურობას!
შარშან მათ გამო ჩავიკეტეთ და წელსაც მათ გამო რატომ უნდა ჩავიკეტოთ ჩვენ, ვინც ყველანაირ რეგულაციას ვიცავთ და ვინც აცრილები ვართ? ყველა ჯიხურში, ყველა მაღაზიაში, ყველა სასტუმროში და ყველა რესტორანში უნდა შეხვიდეთ. 99,9 % ეს სიტუაციაა და იქნებ მიიღოთ რამე ზომები, რომ ვინმემ ცოტაოდენი სიფრთხილე თქვენი შიშით მაინც გამოიჩინოს!" - წერს ფანგანი.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
„ვინც გნახეთ, არ ინერვიულოთ აზრი არააქო ამბობენ“- რა შეემთხვა ლიზა ყენიას
„როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება...“ - სტეფანე მღებრიშვილი მიმართვას ავრცელებს