Digest Logo

„როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება...“ - სტეფანე მღებრიშვილი მიმართვას ავრცელებს

1626690802
სტეფანე მღებრიშვილი

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, მუსიკალური სფეროს წარმომადგენლების რთულ მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ მოსალოდნელია სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება. 

„ორი წელი ნორმალური სამსახური ხომ არ მქონია, კონცერტი არ მქონია, ერთი წელია. ახლა გავიგე, რომ 1 აგვისტოს ყველა კლუბს ჩაკეტავენ და ის დაგეგმილი ერთი კონცერტიც არ მექნება. ვინმე ფიქრობს, რა გაქანებითაც ჩემი შრომით ვცხოვრობდი და არავის არაფერს ვთხოვდი, ყველა გადასახადს ვიხდიდი… მე როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება, ან სხვა მუსიკოსებმა?!

ახლა ეს პოსტი სხვა რამეზეა. ყოველ დღე მომდის შორეული ნაცნობების მოთხოვნა, რომ ფული მივცე, „ვასესხო“ და რომ ვსინავ, ისეთი ნაწყენები არიან, ისეთებს მწერენ, მეტი არ შეიძლება…

ძალიან დიდი ბოდიში და - რამე ბიზნესი მაქვს და არ ვიცი, ვინმე კორუმპირებული ტიპი ვარ და დახმარებას მთხოვთ?

აქეთ დასახმარებელია ჩვენი სფერო, რომელზეც არავინ ფიქრობს!

პ:ს: რამდენი თანხაც ვალად მაქვს გაცემული, ეგ რომ დამიბრუნოთ, ნახევარი წელი პრობლემების გარეშე ვიგულავებ,“- წერს სტეფანე მღებრიშვილი.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

დაკარგული მეგობრები, სიყვარული და ოჯახი - ნოდარ მელაძის აქამდე უცნობი ამბები

როგორ გამოიყურებოდნენ წლების წინ, ნინი ბადურაშვილი და სტეფანე მღებრიშვილი - ფოტო

„ბომჟობა“, სააკაშვილთან ვიზიტი და გვარამიასთან დაპირისპირება - სტეფანე მღებრიშვილის სკანდალები