Digest Logo

სტალინსაც უყვარდა კლასიკური მუსიკა, სხვათა შორის, მოცარტიც - სანაია

1608640735
სანაია ელისო

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრის ელისო ბოლქვაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ბოლქვაძე ამბობს, რომ ბავშვი, რომელიც ეხება ბეთჰოვენის ჰანგებს, არ შეიძლება ცუდი ადამიანი იყოს.

დაიჯესტი სანაიას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„სტალინსაც უყვარდა კლასიკური მუსიკა. სხვათა შორის, მოცარტიც

ელისო ბოლქვაძე - სკოლაში მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს - ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს“- წერს ვახო სანაია.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის წევრი, ელისო ბოლქვაძე სკოლებში მუსიკალური აღზრდის შემოტანის ინიციატივით გამოდის.

აღნიშნული წინადადება დეპუტატმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გაახმოვანა, სადაც მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენა მიმდინარეობს.

„მივესალმები იმ სამუშაოს, რომელიც თქვენი ხელმძღვანელობით სამინისტრომ პანდემიის ამ ურთულეს პერიოდში გაწია. სატელევიზიო ფორმატები, რომელიც სამინისტრომ დანერგა, მისასალმებელია და ეს არის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის. რაც შეეხება შეკითხვას - მაინტერესებს თუ არის რაიმე ბერკეტი გათვალისწინებული ან ნაფიქრი იმაზე, რომ საქართველოში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობაა, განსაკუთრებით მუსიკის მიმართულებით და მე ჩემი დარგიდან გამომდინარე მინდა აღვნიშნო, რომ საფორტეპიანო დარგში ბევრი რესურსი და დიდი ინტერესია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება მუსიკალური განათლების სკოლებში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი.

ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რადგან აქ მძიმე პრობლემებია, როგორც იდეოლოგიური, ასევე პროფესიული, ეს კი ბავშვების კრეატივს და მათი ნიჭის გამომჟღავნებას აზიანებს. საქართველო ნიჭიერი ადამიანების ქვეყანაა და ვფიქრობ, რომ ყველა სკოლაში პროფესიულად ვერ მოხერხდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მუსიკალური აღზრდა შემოვიდეს სკოლებში. ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკას, მოცარტის და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება ცუდი ადამიანი იყოს მომავალში“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.