Digest Logo

,,სცადა, ჩემთვის ეკოცნა და გავეუპატურებინე"- 19 წლის გოგოზე ქმრის ნათესავმა სექსუალური ძალადობა სცადა

1623699577
ძალადობა ბიჭზე

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი - „დამიცავი პატარა ვარ“ შექმნილია სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. აღნიშნულ პროექტს, ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს. ამ გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლის ისტორიები. ამჯერად 19 წლის გოგოზე გიამბობთ, რომელიც სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქმრის ნათესავის მხრიდან გახდა.

,,გამარჯობა!
მინდა, მოგიყვეთ ჩემი ისტორიაც, რომელიც სადღაც ერთი თვის წინ მოხდა.
ვარ გათხოვილი, 19 წლის... ჩემი ქმრის შორეული ნათესავისთვის, რომელიც ყოველთვის კარგი სახელით სარგებლობდა და ყოველთვის ყურადღებიანი იყო, ერთ დღესაც სოფლიდან რაღაცები უნდა გამოეტანებინა ჩემს დედამთილს. ჩემთვის უნდა მოეტანა.
კარზე კაკუნია. გავაღე კარები, გავიხედე - ხელში არაფერი ეჭირა. ალბათ არ ჩანს-მეთქი. შემოვიდა. ჯერ ვითომ არაფერი, მაგრამ მერე სცადა, ჩემთვის ეკოცნა და გავეუპატურებინე, მაგრამ ისეთი ჩავარტყი იდაყვი, აქეთ შევაშინე. ეგრევე კარებთან გავიქეცი და გავაგდე.
მერე დაიწყო, თუ დაიწყო… მერე გავაანალიზე, რომ დავბნეულიყავი, გული რომ წამსვლოდა, ვიღაც მასა კაცი დამინგრევდა ცხოვრებას და თავსაც მომაკვლევინებდა…
ეგრევე ქმარს დავურეკე. სანამ მოვიდა, ის დრო ისე გაიწელა… ისე ცუდად ვიყავი...
გაირკვა, რომ თურმე ჩემს დედამთილს არც არაფერი გამოუტანებია და ის მძორი კაცი მაგაშიც გაიფაქტა: ჩემთვის მოეთრა, ელოდებოდა, როდის წავიდოდა ჩემი ქმარი და ასე შემდეგ.
ყველას ყველაფერი გავაგებინე. ეძებენ, მაგრამ გაქრა. მაგრამ როდემდე დაიმალება?
ამიტომ არაფერი არასდროს არ დამალოთ, არ დაიბნეთ და ცხოვრება არავის დაანგრევინოთ...
ცუდად ვიყავი საშინლად, ჩემი ოჯახის წევრები მხარში მედგნენ. გადავიტანე ეს ისტერია, ნერვიულობა, იმიტომ, რომ ძაან ეგოისტი ვარ არავის ჩემს ნერვებს არ გავაფუჭებინებ.
იყავით ძლიერები!
და ხო, ბოლომდე არავის არასდროს არ ენდოთ და ჩვენ - გოგოები და ქალები ძალიან ძლიერები ვართ.
დღემდე არ მჯერა, პატარა ეს გოგომ როგორ შევძელი..."


შენიშვნა: ფოტო არ ასახავს რეალობას