1 თვის გოდო, რომელსაც უკვე მთელი საქართველო იცნობდა მოკვდა. პატარა თიკანი საზოგადოებას მისმა მზრუნველმა პატრონმა სალომე გამცემლიძემ გააცნო, რომელიც მას სახლში ზრდიდა. გოდო წარმოშობით გუდამაყრიდან იყო. მისი სახელიც სწორედ აქედან მომდინარეობდა.
„გოდო, სულ მეყვარება ეს პატარა ციცქნა თიკანი. ჯერ რომ ბიჭი იყო და მერე გოგო და ახლა არცერთი“, - წერს გვანცა კილასონია.
სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, გოდოს პატრონმა სალომე გამცემლიძემ საზოგადოებას გოდოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„გოდოს ამბავი ბევრმა მკითხეთ.. მწვავე ინტოქსიკაციით მოვხვდით კლინიკაში, ფაქტობრივად სიკვდილს გამოვტაცეთ ხელიდან ორი საათი გადასხმებს იკეთებდა, ახლა დადის და ჭამს, ფერზე მოვიდა ხვალ შეიძლება კიდევ დაგვჭირდეს გადასხმები.. პერიოდულად გაგაგებინებთ გოდოს ამბებს. ბევრი მწერს და მირეკავს, მადლობა ყველას ულევი ენერგიისთვის, რასაც თქვენგან ვგრძნობ“, - წერდა სალომე გამცემლიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„შენი მეგობარიაო, გვიშველაო... პირველი შემთხვევა არ არის“ - რას წერს გია ჯაჯანიძე ნინო ნადირაძეზე