გორში მამამ 47 წლის შვილი დაჭრა, თუმცა დაშავებული მალევე გარდაიცვალა. კაცი მრავლობითი ჭრილობით „გორმედში“ იყო გადაყვანილი. შემთხვევა 31 იანვარს მოხდა. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ბაია პატარაია ეხმაურება და წერს, რომ სისტემა გამართულად არ მუშაობს.
„82 წლის მამამ თავისი ალკოჰოლიკი ვაჟი მოკლა, რომელიც წლების განმავლობაში ძალადობდა მშობელზე.
მაინტერესებს, რატომ არ იყო პოლიცია გამოსავალი? შვილის მოკვლას, შვილის ციხეში იზოლაცია არ ჯობია?
მეზობლები ადასტურებენ ალკოჰოლის ავად მოხმარების ფაქტებსაც და ოჯახში ძალადობის ფაქტებსაც.
მაინტერესებს, მეზობლებისთვის რატომ არ იყო პოლიცია გამოსავალი? და საერთოდ, რისთვის ვინახავთ შსს-ს, თუ ოჯახში ძალადობის დროსაც კი არ ვეძახით საშველად?
სხვა არც ერთი სისტემა რომ არ გვივარგა, ეგ ცალკე დიდი უბედურებაა. ჯანდაცვის სამინისტრო უსაქმურ-უმაქნისი რომაა სოციალურ პრობლემებთან გასამკლავებლად“, - წერს ბაია პატარაია.
ასევე დაგაინტერესებთ👇