Digest Logo

„სულის შემძვრელი იყო ეს 2-თვიანი ტანჯვა მისთვის... 2-ჯერ აცრა რომ მოესწრო, ახლა მე დედა გვერდით მეყოლებოდა“

1627280287
ანი ხიდირბეგაშვილი

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ანი ხარიბეგაშვილი ფეისბუკში კოვიდის შედეგად გარდაცვლილი დედის შესახებ წერს და საზოგადოებას მოუწოდებს, გაიკეთონ აცრა, რადგან მიიჩნევს, რომ დედამისი ვაქცინირებული რომ ყოფილიყო, კოვიდს აუცილებლად დაამარცხებდა.

„დედა კოვიდით გარდაიცვალა. 55 წლის ასაკში. 2 თვე საავადმყოფოებში მართლა გმირულად ებრძოდა ამ ვერაგ ვირუსს. იმდენად მტკივნეული და სულის შემძვრელი იყო ეს 2-თვიანი ტანჯვა მისთვის, ძალიან მიჭირს დეტალებზე საუბარი. ცალკე ბრძოლის ველი გვქონდა ოჯახის წევრებს და მეგობრებს, რომლებიც საშინელ უსუსურობასთან და უიმედობასთან გამკლავებას ვცდილობდით მთელი ეს პერიოდი.

ამ ყველაფერს იმიტომ გიზიარებთ, რომ გითხრათ, თქვენ ამ ჯოჯოხეთის თავიდან არიდება და შეჩერება შეგიძლიათ! ამაზე უარი როგორ უნდა თქვა ადამიანმა?! დაუყოვნებლივ აიცერით და აცერით გარშემო ყველა ახლობელი ნებისმიერი ვაქცინით. არ გადადოთ და არ იყოყმანოთ! დედას აცრამდე 3 დღით ადრე დაუდასტურდა კოვიდი. ვერ მოვასწარით.. საქართველოს სტატისტიკით ორმაგად აცრილ მოქალაქეებში სიკვდილიანობა არ ფიქსირდება! ანუ, 2-ჯერ აცრა რომ მოესწრო, ახლა მე დედა გვერდით მეყოლებოდა.

არ ვიცი, ამაზე მკაფიოდ და ნათლად როგორღა დაგარწმუნოთ. საკუთარ, პირად ისტორიას გიზიარებთ, იმისდამიუხედავად, რომ ძალიან მიმძიმს ახლა ამაზე წერა.

ამის მერეც თუ ფიქრობთ, რომ "კოვიდი ჩვეულებრივი გრიპია რა.." ან გგონიათ, აცრა სიკვდილზე უარესს რამეს დაგმართებთ, ხართ ირაციონალური, უგუნური და უპასუხისმგებლო ადამიანი. აღარ არის კორექტულობის და ფერების დრო, რა! აცრა აღარც "პირადი არჩევანი" მგონია, სანამ ამასობაში ხალხი იხოცება გარშემო",- წერს ანი ხარიბეგაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ👇

🔵 „მე მეშინია ვაქცინის! დიახ, მეშინია არსებული 4 ტიპის ვაქცინის... 18 თვეა ვარ ჩუმად!“ - რას წერს ხათუნა ხოფერია?

🔵 „ჩემ შვილს „სინოფარმით“ აცრიდან ერთ თვეში დაუდგინდა კოვიდი... დადგინდა რომ ძალიან დიდი რაოდენობით იყო კონცენტრაცია ვირუსის - ეკა გაბაშვილი

🔵 „2021 წლის თებერვლამდე ვინც გადაიტანა კოვიდი მათ განსაკუთრებით ვთხოვ“- კულუმბეგოვის საგანგებო გაფრთხილება