17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
ამ დღეს ლგბტ თემის წევრების უფლებების დასაცავად ადამიანები, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოშიც გამოდიან და ყოველწიურად განსხვავებული ფორმით ახსენებენ საზოგადოებას, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები და სრულფასოვანი მოქალაქეები არიან.
მათ წინააღმდეგ კი უკვე რამდენიმე წელია იმართება კონტრდემონსტრაცია, სადაც ტრადიციების დაცვის მიზნით, ადამიანები ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს ზეიმობენ. ხშირად „ოჯახის სიწმინდის“ დამცველები ლგბტ ჯგუფის უფლებების დამცველებს თავს ესხმიან. ალბათ ყველას გახსოვთ ერთ-ერთი დაუვიწყარი კადრი, როდესაც სექსუალური უმცირესობის დამცველებს არქიმანდრიტი თამაზ ბიჩინაშვილი „ტაბურეტკა“ სკამით დაუპირისპირდა. დღეს სასულიერო პირი ამ ფაქტს თავად გამოეხმაურა, ფეისბუკზე სკამით ხელში გადაღებული სურათი გამოაქვეყნა და დაწერა:
„ტაბურეტკით“ გავდივარ რუსთაველზე, სრულიად მარტო“.
ბიჩინაშვილის ამ კომენტარს მისი მეგობრები გამოეხმაურნენ:
ირაკლი კაკაბაძე: მაგარი არტისტი ხარ, თამაზ - ტაბურეტკა, როგორც მშვიდობის სიმბოლო
ნაზი მეშველიანი: რა საყვარელი ხართ მამაო, ვიცი რომ ეს ახალგაზრდები ჩვენზე უფრო გიყვართ, რადგან უფალმა სიყვარულისათვის დაგვტოვა ამ ქვეყნად, თქვენ ცოდვა გეზიზღებათ და სიტყვით, რომ ვერ გაიგეს ცოტათი ტაბურეტკა მიაშველეთ
გიორგი დემეტრაძე - მამა ანთიმოზის ხსენება აქვთ ხვალ.
თამაზ ბიჩინაშვილი: GBT-შნიკები ფინთი გოიმებივით ავარდნენ))))) აზიარებენ, აზიარებენ და აზიარებენ.