Digest Logo

თბილისში ავსტრალიელი გოგონა გაუჩინარდა

1627716504
შანაე ბრუკი

თბილისში ავსტრალიელი გოგონა შანაე ბრუკი გაუჩინარდა,  - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობრები წერენ და დახმარებას ითხოვენ.

ეს გოგონა, შანაე ბრუკი საქართველოში ჩამოვიდა ავსტრალიიდან, აქ ატარებდა ზაფხულის არდადეგებს, ცხოვრობს გოგებაშვილზე. გუშინ (როგორც მეგობარს ტელეფონზე უთხრა, 11-ზე დაამთავრა ონლაინ სამსახური და გავიდა სავარჯიშოდ. წავიდა მთაწმინდის მიმართულებით “hike-ზე”, ..სადაც ხშირად დადიოდა მარტოც და მეგობრებთან ერთადაც. მის ბოლო კვალზე მისივე მეგობარი (რომელიც უცხოეთშია) საუბრობს.

შუადღეს სატელეფონო ზარის მომენტში ამ გოგონას საშინელი განწირული ხმები მოესმა, თითქოს „she was being attacked by someone“ და შველას ითხოვდა, ვიღაცას უყვიროდა „ხელი გამიშვიო“ . იმავე საღამოდან პოლიცია გოგონას ეძებს და ერთადერთი, რაც ამოიღეს არის ის, რომ მისი მობ. ტელეფონი იძებნება ოქროყანის ტყეში. გთხოვთ, თუ სადმე შეგხვდათ ან რაიმე გაიგეთ სასწრაფოდ დარეკეთ პოლიციაში“, - წერენ შანაის მეგობრები.