მომღერალ თემო საჯაიას ძაღლი მოუკვდა. ამის შესახებ იფორმაცია, მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. ჯინას გარდაცვალებამ თემოს მეგობრები დაამწუხრა და მისი თაიმლაინი სამძიმრის კომენტარებით აივსო:
რამდენიმე კვირის წინ საყვარელი ძაღლი ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამაც სოციალური ქსელში გამოიგლოვა:
„მომიკვდა ჩემი მოხუცი ბიჭი. ჩვიდმეტი წლის წინ ძალით რომ შემომაჩეჩეს, იძულებით რომ შემოვიდა ჩვენს ოჯახში და მერე ისე შემშალა სიყვარულისგან, რომ ადამიანებზე მეტად შემიყვარდნენ ძაღლები.
ამ ბიჭის დამსახურებაა ჩემი გადარევა ცხოველებზე და დღეს ისეთი უბედური ვარ, ისეთი...... ეს ყოფილა უმძიმესი დარტყმა, შენი ხელით გაზრდილი ძაღლი რომ მოგიკვდება. მარტო ის მაწყნარებს, რომ ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა.
წავიდა და გაფრინდა ცისარტყელაზე, მგონია, რომ გული გამისკდება. ბიბი იმდენი გვაქვს ნაბრძოლი მისი სიცოცხლისთვის ამ წლებში, მოხუცდა და მაინც წავიდა Natia Beridze მადლობა ყველაფრისთვის, რაც ამ 17 წლის განმავლობაში ბიბისთვის გააკეთე “- წერდა ინგა გრიგოლია.