Digest Logo

თინა ხიდაშელი სამკურნალოდ გერმანიაში წავიდა

1625129923
თინა ხიდაშელი

პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა - ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა. ხიდაშელის თქმით, ჩატარებული კვლევები იძლევა იმის საფუძველს, რომ ის გამოჯანმრთელდეს და ფეხზე სიარული შეძლოს.

„ცოტაოდენი სიახლეები გულშემატკივრებს. კეთილი ადამიანების, მეგობრების და ბევრი კარგი ხალხის რჩევის, თხოვნის, მოთხოვნის და დახმარების შედეგად ვიმყოფები გერმანიაში კვლევებზე და ფეხზე დადგომა/გამოჯანმრთელების გზების დასადგენად.

მიუხედავად ბევრი დიდი თუ პატარა პრობლემისა, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ. თუმცა, წინ ჯერ კიდევ გრძელი და რთული გზაა...

ყველას, ნაცნობებს და უცნობებს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვინც მწერთ, მეხმიანებით და მუდმივად კითხულობთ ჩემს ამბავს“, - წერს ხიდაშელი.

ცნობისთვის, თინა ხიდაშელს კორონავირუსმა იშვიათი გართულებები დაუტოვა. მას აღარ ეზრდება თმა და უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ფილმის კადრებად ჩამირბინა შვილების უჩემოდ გატარებულმა წლებმა, გიორგის მარტოობამ, დედის შეშლილმა თვალებმა...“ - ნანა გეგეჭკორის კოვიდ თავგადასავალი

ობოლი დისშვილი და 10 წლით უმცროსი მეუღლე - გახარიას უცნობი ამბები

Video: ლევან რატიანის საგანგებო მიმართვა საზოგადოებას