Digest Logo

„ტყეში ნადირივით მოკლეს. ესეც არ აკმარეს და თვითმკვლელობა დასწამეს" - ვისზე წერს ნანა გეგეჭკორი

1633411696
ექიმი ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში საქართველოს უახლოეს წარსულს და მის ისტორიას იხსენებს, ამბობს, რომ პირველი დემოკრატიული მთავრობა ქვეყნიდან გააძევეს.

„პირველი დემოკრატიული მთავრობა ქვეყნიდან გააძევეს და ემიგრაციაში ამოხადეს სული...

პირველი პრეზიდენტი ჯერ დევნილად აქციეს, მერე ტყეში ნადირივით მოკლეს. ესეც არ აკმარეს და თვითმკვლელობა დასწამეს...

საკუთარი ხალხის ამწიოკებელი, სამეგრელოს და აფხაზეთის გამძარცვავი, ქართველების სისხლის მსმელი - ედუარდ შევარნაძე და ჯაბა იოსელიანი (ჩემი თვალით მაქვს ნანახი და საკუთარ თავზე განცდილი ამ ორის გმირობა) პატივით სამებიდან გაასვენეს და პანთეონში დაკრძალეს...

ლოგიკური გაგრძელება ალბათ სააკაშვილისთვის პოლონიუმით ჩაი იქნება...

ევროპული არჩევანი?.. ამ ჩამონათვალიდან ჩანს ორიენტაცია გამჭვირვალედ...", - წერს ნანა გეგეჭკორი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵Facebook-მა, Instagram-მა და WhatsApp-მა მუშაობა განაახლა

🔵„ჩვენი პირველი ლედი სანდრააო!" - რას წერს მოკლული მეცნიერის, გურამ შარაძის შვილი

🔵„ეგ მემართებოდა დიეტის მეათე დღეს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

🔵VIDEO: ვინ არის ქართველი გოგო, რომელმაც ბერძნულ „ვოისში" ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა

🔵„თბილისში გარდაუვალი მეორე ტურია, თუ მთლად თავზე ხელი არ აუღია ცესკოს" - ინგა გრიგოლია