Digest Logo

ტრაგედია ვერიკო ტურაშვილის ოჯახში - ვინ გარდაეცვალა მომღერალს

1632391539
ვერიკო ტურაშვილი

მომღერალი ვერიკო ტურაშვილი მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს რომ, მამამისი გარდაიცვალა.

ცნობილია, რომ ვერიკო ტურაშვილის მამას კორონავირუსის დიაგნოზი გარკვეული ხნის წინ დაუსვეს. ვირუსის გართულებების გამო ის კლინიკაში იწვა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ცნობისთვის ვერიკო ტურაშვილი, წერდა რომ მამამისი ვაქცინის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის გამო აცრაზე უარს ამბობდა:

„1 თვის წინ ჩემი მშობლები დაინფიცირდნენ covid-ით.დედას აცრა ჰქონდა გაკეთებული და მამა აცრიდან გაგვექცა ამდენი დეზინფორმაციის კითხვით და სმენით.ნუ შედეგიც შესაბამისად განვითარდა.დედამ უმარტივესად გადაიტანა და მამამ ძაან მძიმედ და ჯერ ისევ ურთულეს ეტაპზე ვართ. ჩემი მშობლები არიან ასაკში და პირველივე დღიდან ჰოსპიტალიზაცია ვარჩიე და ჩემთვის უკვე ძალიან ძვირფასი ადამიანის დახმარებით შევძელი ეს ყველაფერი. Vephkhvia Odisharia

ასე ვინმე მეიმედებოდეს თან ასეთ გადამწყვეტ მომენტებში ძაან ცოტა მეგულება.მადლობა მინდა გითხრა აგერ უკვე მერამდენედ გვერდში დგომისთვის. მადლობა თქვენს კლინიკას

საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი მადლობა უძვირფასეს და ნამდვილად გულისხმიერ და პროფესიონალ ექიმს Maia Chanturia

მადლობა თქვენ ორს განსაკუთრებული Ekaterine Sulukhia David Khazhomia მამას წინ კიდევ ურთულესი სარეაბილიტაციო პერიოდი აქვს და იმედია დავძლევთ.

აიცერით ხალხო საკუთარ თავზე და ოჯახზე გამოვცადე აცრილის და აუცრელის უდიდესი სხვაობა! ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵არ მესმის, როგორ დაუშვა კასპაროვმა ასეთი შეცდომა - კარპოვი გაფრინდაშვილის სარჩელზე

🔵შეგნებულ ქვეყნებში თითქმის აღარ კვდება ხალხი და ესენი ჯიუტად აგრძელებენ ღმერთის გამოცდას – დეკანოზი

🔵ვის დაუდგა ბედნიერი პერიოდი - ასტროპროგნოზი მთვარის მიხედვით