Digest Logo

„წყალში გადაყრილი ფულია“ - ზაზა თელია ქალებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

1644060325
ზაზა თელია

„ჯერჯერობით სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს იმის თაობაზე, რომ კოლაგენის დანამატის სახით მიღება რაიმე დადებით ზეგავლენას ახდენს კანზე, მეტიც მათი უსაფრთხოებაც არ არის შესწავლილი“, - ამის შესახებ ინფორმაციას დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ქალებს კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებისათვის რამდენიმე მეთოდს ასწავლის.

„ბოლო წლებია პოპულარული გახდა კოლაგენის შემცველი საკვები დანამატების მიღება, განსაკუთრებით ქალებში.

ისინი ამ დანამატს მოიხმარენ იმ მიზეზით, რომ საზოგადოებაში ცნობილია მითი, რომ კოლაგენის დანამატის სახით მიღება დადებით ზეგავლენას ახდენს კანის სტრუქტურაზე, კერძოდ ხელს უშლის ნაოჭების განვითარებას, ხელს უწყობს კანის ელასტიურობასა და ჰიდრატაციას.

კოლაგენის დანამატები (Collagen supplements) არ არის საუკეთესო არჩევანი, თუ თქვენ გსურთ გააუმჯობესოდ კანის შეხედულება და ეს წყალში გადაყრილია ფულია.

ჯერჯერობით სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს იმის თაობაზე, რომ კოლაგენის დანამატის სახით მიღება რაიმე დადებით ზეგავლენას ახდენს კანზე, მეტიც მათი უსაფრთხოებაც არ არის შესწავლილი. (That’s mainly because there’s no evidence-based science to prove they work ― or that they’re safe).

სულ რამდენიმე პატარა კვლევა სწავლობდა კოლაგენის ეფექტს კანის სტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით და ყველა ეს კვლევა დაფინანსებული გახლდათ კოლაგენის დანამატის მწარმოებელი კომპანიების მიერ (All manufacturer-sponsored studies) - ინტერესთა კონფლიქტი, ტენდენციურობა (Conflict of interests, Systemic Bias).

აქვე აღსანიშნავია, რომ სამწუხაროდ საკვები დანამატების ინდუსტრია არარეგულირებადია და ხშირად გვხვდება არასწორი ეტიკეტირება და დაბინძურება. (Unfortunately, the supplement industry isn’t well regulated and has a history of inaccurate labeling and contamination).

საუკეთესო გზა კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებისათვის შემდეგია:

1. თამბაქოზე უარის თქმა, მეორე ხელით მოწევის პრევენცია (Secondhand Smoke);

2. გარუჯვისგან თავის შეკავება, მზის დამცავის რუტინული, სისტემატური გამოყენება (SPF30+, UVA+UVB);

3. ჰიდრატაცია (წყლის მიღება ყოველდღიურად, მინიმუმ 1.9 ლიტრი დღეში);

4. ადგილობრივი რეტინოიდების გამოყენება, რომლებიც ნაოჭების საწინააღმდეგოა, კერატოლიტიურია (კანის მკვდარი უჯრედების მოშორება);

5. დამატენიანებელი საშუალებების სწორი შერჩევა შემადგენლობის მიხედვით და გამოყენება - უფრო ძვირი არ არის უკეთესი, სამედიცინო ხაზის პროდუქციაზე არჩევანის გაკეთება, ვიდრე კოსმეტიკურ ხაზზე“, - წერს ზაზა თელია.