სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში მეტად ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
როგორც პოსტიდან ვიგებთ, ერთ-ერთი მოქალაქე გიგას დახმარებას სთხოვს.
„ცხარე ცრემლით ვტიროდით მეც და ბავშვიც, როცა ამდენი წლის შემდეგ თმას ძირში ვჭრიდიო!
მერე მეზობელს თმის ჩაბარების პუნქტამდე წასასვლელი ფული 2 საათით გამოვართვი სირცხვილითო!
მერე ბავშვს ქუდი დავახურე და 1 საათი ფეხით ვიარეთ მზეში, იმიტომ რომ ტაქსი ძალიან გაძვირებულა და ფული არ მეყო ადგილამდე მისასვლელადო!
მერე მივაღწიეთ ადგილამდე და თმის ჩაბარებაზე უარი გვითხრეს, დაბალი ხარისხისააო!
მერე 4 საათი ფეხით მოვდიოდით მშივრები სახლში, იმიტომ რომ უკან დასაბრუნებელი ფული არ გვქონდაო!
ახლა შენ დამრჩი იმედად და თუ მიშველი ვიცოცხლებთ, თუ არა და არც არავის დავაკლდებით მე და ჩემი შვილიო!
ბიძინა ივანიშვილო, შენი სული ამძაღდეს!“- წერს მაქარაშვილი.
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇
🔵„რა ხანია გათიშული ჰყავთ, აპარატზე იყო შეერთებული... კოვიდპაციენტი იყო...“