ნევროლოგ დავით მრელაშვილის პროგნოზით, თუ საქართველოში არსებული ეპიდვითარება ისევე გაგრძელდა, როგორც მიმდინარეობს, წლის ბოლომდე შესაძლოა ქვეყანაში კოვიდინფიცირების მილიონი შემთხვევა გამოვლინდეს.
მისივე თქმით, არსებულ სიტუაციაში აუცილებელია უტყუარ ფაქტებზე დაყრდნობით მოქმედება. მრელაშვილი ვარაუდობს, რომ იანვარში ჯოგური იმუნიტეტი იქნება, თუმცა ეს ბევრი ადამიანის სიცოცხლის ფასად დაუჯდება ქვეყანას.
„კრიტიკულ სიტუაციებში აუცილებელია ვიმოქმედოთ არა ემოციებით, არა ნებისმიერ ექსპერტთა მოსაზრებით, არამედ უტყუარ ფაქტებზე დაყრდნობილი ანალიტიკური აზროვნებით თუ ამის საშუალებაა.
ამის საშუალება არის, და დღევანდელი უტყუარი ფაქტია რომ საქართველომ, კოვიდ-19-ის გავრცელების სისწრაფით პირველ ადგილზე გადაინაცვლა მსოფლიოში. მესამეზე არა - პირველზე, რადგან ეს მონაცემები არ ითვალისწინებს, იმ ფაქტს რომ ლიტვის ტესტირების პოზიტიურობის პროცენტია 1.9%, სერბიის - 5.8%. საქართველოსი ბოლო ორ კვირაში დადებითობის % გაიზარდა 30%-მდე.
ეს ნიშნავს, რომ რეალური გაორმაგება (გავრცელების სისწრაფე) ცალსახად უფრო ადრე გვქონდა - ალბათ, 10-12 დღეში. სიკვდილიანობაც, როგორც ხედავთ, დიდად არ ჩამორჩება...
მათემატიკოსები ყველაზე უკეთ მიხვდებიან ამ გეომეტრიული პროგრესიის ავბედითობას. ასე თუ გავაგრძელეთ და არაფერი შევცვალეთ - წლის ბოლომდე მილიონ შემთხვევამდე ავალთ.
ერთი პოზიტივია - იანვარში უკვე ჯოგური იმუნიტეტი გვექნება და მსოფლიო ისტორიაში შევალთ როგორც კორონას ყველაზე მალე „დამძლევი“ ერი. თუმცა არ არის აუცილებელი როგორც ჯალალედინს და შაჰ-აბასს გავუძელით (უამრავი მსხვერპლით), კორონასაც ისე „გავუძლოთ“ ათასობით გარდაცვლილით.
ამას ვპოსტავ არა იმტომ რომ პანიკა დავთესო, არა იმიტომ რომ გავაძლიეროთ ბრალდება ჩინეთზე, ჩვენს მთავრობაზე ან ამინდზე, არამედ თვითოეულმა ვიმოქმედოთ როგორც პასუხისმგებლიანმა და ჭკვიანმა სოციალურმა არსებამ (Homo Sapiens) და ჩვენი წილი შევიტანონთ ვირუსის შეჩერებაში. გიორგობას გილოცავთ. წელს დრაკონი კორონაა და ერთად დავამარცხოთ ეს!“, - წერს დავით მრელაშვილი.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ტყიბულის შახტის 144 თანამშრომელს კორონავირუსი დაუფიქსირდა
ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა კორონავირუსი დაამარცხა
კორონავირუსით 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა