Digest Logo

ცოცხალიც ვარ და ტრადიციასაც არ ვარღვევ – გივი თარგამაძის გოზინაყი, რომელმაც საზოგადოება აღაფრთოვანა

1609339341
გივი თარგამაძე

წინა წელს პოლიტიკოსის გივი თარგამაძის მიერ მომზადებული გოზინაყი ნამდვილ ინტერნეტ ჰიტად იქცა, მემგონი ნახევარმა საქართველომ ახალ წელს  გოზინაყი თარგამაძის რეცეპტით გააკეთა.

პოლტიკოსმა ტრადიციას წელსაც არ უღალატა და სოციალურ ქსელში გოზინაყის ფოტოებს აქვეყნებს.

“მიუხედავად ყველაფრისა ცოცხალიც ვარ და ტრადიციასაც არ ვარღვევ - ესეც 2021-ს გოზინაყი“ - წერს გივი თარგამაძე და მის მიერ მომზადებულ საახალწლო გოზინაყის ფოტოებს აქვეყნებს.

აქვე, გოზინაღის რეცეპტი, რომლითაც გივი თარგამაძემ შარშან საზოგადოება აღაფრთოვანა:

ნიგოზს ჯერ ცოტათი ხალავ, ძაან არა. მერე ჭრი. თაფლი მაწვნის ქილა 2/3, ცოტა მეტი - 1 კილო ნიგოზი. თაფლს ქვაბში ასხამ, ნელ ცეცხლზე სულ ურევ. წამოდუღებას რომ დაიწყებს, აწვეთებ ცივ წყლიან ჭიქაში. როცა წვეთი ეგრევე იკვრება, დროა და აყრი ნიგოზს. სულ ურევ, სანამ არ შეიკვრება კარგად. ამორევაზე მთელი მასა რომ წამოყვება, მზადაა. დასველებულ დაფაზე ამოიღებ და ჯერ დასველებული.

ხის კოვზით გაშლი, მერე დასველებული გასაბრტყელებლიდ დაიყვან საჭირო სისქემდე, დაჭრი რომბებად და დააწყობ თეფშებზე.