Digest Logo

თუ იხარჯება რესურსი, სწორად განაწილდეს - კოვიდინფიცირებულის წერილი კლინიკიდან

1605078840
ჯანიაშვილი იოანე

თბილისის მეოთხე საჯარო სკოლის პედაგოგი, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული, ავადმყოფების კვების შესახებ გამოთქვამს უკმაყოფილებას. ჯანიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გემო დაკარგული აქვს საჭმლის ხარისხის დადგენა ერთი შეხედვითაც შესაძლებელია.

ამასთან, პედაგოგი ფიქრობს, რომ ინფიცირბეული ადამიანებისთვის შებოლილი ძეხვი და დაკონსერვებული პროდუქტის მიწოდება არამართებულია.

„მეშვიდე დღეც მივწურე. გუშინდელი და დღევანდელი დღე თითქმის ერთნაირია. როცა რამე არ უარესდება, ეგ უკვე კარგში ითვლება.

ამ ეტაპზე ცხვირი და სურდო მაწუხებს, ყელი, ზოგადი სისუსტე და უძალობა, ხველა. გამათხელებელ ნემსს ისევ მიგრძელებენ, პრევენციისთვის. სიცხე დღეს აღარ მაქვს.

ცოტა აქაურ კვებაზე ვარ გაბრაზული, მაგრამ თან არც მინდა რამე პრეტენზიასავით გამომივიდეს, უბრალოდ აღვნიშნავ, რომ ჩემი აზრით, ავადმყოფის კვების რაციონში შებოლილი და უმი ძეხვები, გაურკვეველი წარმოშობის „ტუშონკის ხორცი“ და ტომატი არ უნდა შედიოდეს.

გუშინ კი იყო ქათმის ხორცი შემწვარი, მაგრამ გამაგრებული და წებოვანი (სავარაუდოდ ან ხორცი არ გაირეცხა მომზადების წინ კარგად, ან ძველი ხორცი იყო). ნუ ყველაფერი რომ ცივი და გაქონილი მოდის მაგაზე აღარ ვამბობ.

უბრალოდ, თუ იხარჯება რესურსი, ბარეღამ სწორად განაწილდეს, ეგაა და ეგ. მე კი ვარ პურზე. მართალია გემო და ყნოსვა არ მაქვს, მაგრამ საკვების ხარისხის გარჩევა თვალითაც კარგად შემიძლია. აქვე აღვნიშნავ, კვება კლინიკაში არ მზადდება, კლინიკას არ აქვს კავშირი, გარედან მოაქვს რაღაცა კომპანიას მზა.

კლინიკაში ექიმებს და ექთნებს რაც შეუძლიათ, ყურადღებას არ გვაკლებენ“, - წერს იოანე ჯანიაშვილი.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

სახიფათო სიმპტომები, რომლის დროსაც სახლში უნდა დარჩეთ - გაფრთხილება მამუჩიშვილისგან

რომელი წამლები უნდა მიიღოთ კოვიდ 19-ის სახლში მკურნალობისას? - დიდი ბრიტანეთის პროტოკოლი

სახლში არ დარჩეთ, თუ ეს სიმპტომები გაქვთ - ენდელაძის რჩევები