თეოლოგი ბექა მინდიაშვილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს რომ საპატრიარქოსა და ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოში ფაშიზმის გაბატონება სურს.
მინდიაშვილი მათთან საბრძოლველად ყველა ოპოზიციურ ძალას გაერთიანებას სთხოვს.
„ბევრი ჯერაც ვერ აცნობიერებს, რა კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველო. 5 ივლისს დაიბადა ნამდვილი ფაშიზმი. ეს არაა მხოლოდ ავტორიტარიზმი, არამედ ესაა ბრბოს ენერგიის გამოყენებასა და ფსევდორელიგურ მითოლოგიაზე დაფუძნებული, კონკრეტულად ღარიბაშვილის ხელისუფლებასთან შერწყმული უკიდურესად სახიფათო ძალა. მოკლე დროში თუ ეს ძალა ვერ გავაჩერეთ, ერთი მხრივ, წალეკავს ყველა განსხვავებას, მეორე მხრივ, დაასრულებს ქართულ სახელმწიფოებრიობას. უფრო გასაგებად რომ ავხსნა, თუ ისინი გაიმარჯვებენ, ამ ქვეყანაში ნორმალური ადამიანი ფიზიკურად ვეღარ გაჩერდება. დაიწყება ტოტალური რეპრესიები. ფაშიზმთან ბრძოლის ერთადერთი გზა არის მაქსიმალურად ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანება ერთი მიზნის მისაღწევად.
ამიტომ უმნიშვნელოვანესია, დასრულდეს დესტრუქციული მორალიზმი, რომ აი, ამასთან არ დავდგები, იმას ვერ გავიკარებ. უნდა დასრულდეს ოპოზიციაში ერთმანეთის ჩაძირვაზე მუშაობა. უნდა დასრულდეს ერთმანეთის დამუნათება. ახლა საერთოდ აღარ არის ამის დრო. თითოეული დღე და წუთი არის უკვე კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ქართველები პოლიტიკურად უნიჭიერესი ხალხი ვართ, ერთი ადამიანი ერთ პარტიას უდრის, მაგრამ ყველამ დროებით უნდა გადავდოთ ძველი თუ ახალი წყენები, ტაქტიკური და სტრატეგიული განსხვავები, გადავდიოთ იდელოგიური თამაშები და პრაქტიკულად უნდა გავერთიანდეთ ამ შავი ჭირის დასამარცხებლად. სხვანაირად წავაგებთ“, - წერს ბექამინდიაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
მოემზადეთ: მე-4 ტალღაც იქნება, მე-5-ეც და მეექვსეც - ცაგარელი
შოკისმომგვრელი ფოტოები ქობულეთის სანაპიროდან
„როდესაც დედა ხდები, აღზრდასთან დაკავშირებით უნდა კითხულობდე ფსიქოლოგიურ წიგნებს“