Digest Logo

„ეგ როგორ ღმერთსაც მიტოვებს შესახვედრად, ეგეთი ღმერთის არ მჯერა“ რა აღიზიანებს, ბავშვობის ოცნება და საყვარელი ნივთი - ბლიცინტერვიუ გიორგი ვარდოსანიძესთან

1629229920
ვარდოსანიძე

„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარი - მსახიობი გიორგი ვარდოსანიძეა.

გიორგი ვარდოსანიძე ანუ... მსახიობი.

რით ხართ ცნობილი... იმედია პროფესიით.

ბავშვობის ოცნება... სუპერგმირობა მინდოდა...

მაღიზიანებს... ყველაფრის 80% პროცენტი, მაგრამ ყველაზე მეტად სიყალბე.

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ.... სიტყვა „პარაზიტი, თუ რაღაც“

ყველაზე აბეზარი შეკითხვა ადამიანებისგან... „სად ხარ, რატომ არ ჩანხარ?“, „რატომ არ მირეკავ?“. ვალდებულებას რომ გაკისრებს და შენ არ გინდა, აი ეგეთი კითხვები.

საჩუქარი, რომელიც ბოლოს გაგიკეთეს... კომპანიამ ჩემ მანქანას გადააკრა ძვირად ღირებული ფირი.

სიყვარული არის... არ ვიცი...

რა არის ყველაზე მთავარი, რაც ადამიანმა უნდა აკეთოს? სხვა ადამიანს დისკომფორტი არ შეუქმნას და პატივი სცეს მას.

რისთვის ღირს ცხოვრება? ალბათ, ეს კითხვა რომ გაარკვიო მაგისთვის.

ჩემი საუკეთესო მრჩეველი... ასეთი ადამიანები იცვლებიან, მაგრამ ავტორიტეტი მაინც ოჯახია. დედ-მამა, ძმები და მეგობრები.

90-იანებიდან ყველაზე მეტად რისი გახსენება გთრგუნავთ?... დათრგუნვით არაფერი. ერთია, რომ დისკომფორტი იყო და არ მსიამოვნებდა გარემო, ბევრად ცუდი და გაჭირვებული, მაგრამ დათრგუნვით არა. აი, გახსენება ზოგადად რადგან ბავშვობასთან ასოცირდება მაინც საუკეთესო წლებია, მაინც მიყვარს ეგ პერიოდი.

ყველაზე სკანდალური ჭორი, რაც ჩემ შესახებ გამიგია... ძალიან ბევრი. ბოლო წლებია არაფერი მსმენია, მაგრამ თავის დროზე იყო, რომ ვიღაცებთან ერთად ვიპარებოდი ან ვქორწინდებოდი.

ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ... ნივთი რამდენადაა არ ვიცი, უფრო ჩემი ძმაკაცია - მოტოციკლეტი.

ბოლო წიგნი, რომელიც წაიკითხეთ... ბერნარ ვერბერის „ანგელოზების იმპერია“

ინტერვიუ სრულდება... წარმოიდგინეთ, გარეთ გადიხართ და დერეფანში პოულობთ ლატარიის ბილეთს, რომლის შედეგადაც მილიონ დოლარს იგებთ. რას იზამდით?.... ვალებს გავისტუმრებდი და სახლს ავაშენებდი.

წინა სტუმარმა, ილო ბეროშვილმა დაგიტოვათ კითხვა - ღმერთს რომ შეხვედროდით, რას ჰკითხავდით?.. ჯერ გადაეცით ილოს, რომ პოზნერს ნუ პარავს კითხვებს... მერე არაფერს ვკითხავდი, რადგან ეგ როგორ ღმერთსაც მიტოვებს შესახვედრად, მე ეგეთი ღმერთის არ მჯერა. და ჩემ ღმერთს რომ შევხვდებოდი, ვკითხავდი რა დაგიშავეთ-თქო.

რას ჰკითხავდით შემდეგ სტუმარს? რით უნდა რომ დაამთავროს ცხოვრება, ბოლო სიტყვები რა იქნებოდა?


აგრეთვე წაიკითხეთ:

რისი შურს, რაზე ფიქრობს და რის გარეშე ვერ ძლებს? - იუნა შაფათავას ბლიცინტერვიუ

ცხოვრების მთავარი მიღწევა, სკანდალური ჭორი და ბავშვობის ოცნება - ბლიცინტერვიუ აჩი არველაძესთან

რაზე ფიქრობს მარტოობის დროს, რა აღიზიანებს და რამ შეცვალა მისი ცხოვრება - „აიფონის სკანდალით“ ცნობილი მეუფეს გულახდილი პასუხები