გურული ბიჭი, რომელსაც ნახევარი საქართველო იცნობს, სოციალურ ქსელში ბებიის შესახებ სტატუსებს ხშირად აქვეყნებს. ბებიისა და შვილიშვილის სიყვარული იმდენად ღრმა და განსხვავებულია, რომ გივიკოს ვიდეოები თუ სტატუსები გულგრილს მკითხველს არ ტოვებს.
გივიკოს მორიგი სტატუსი, ბებიის ნათის სიყვარულზეა და იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც ბებია ზღაპრებს უყვებოდა.
„ახლა შენი ჩახუტება მომარჩენდა“
მთელი „ბაღნობა“ ნათიეს ლოგინში გავატარე. სახეზე მივადებდი ლოყას და ასე ვიძინებდი. როცა არ მეძინებოდა, მის ხელებს ვეფერებოდი და ბევრჯერ მოყოლილ ზღაპარს ისე მიყვებოდა, თითქოს პირველად ყვებაო.
მეც ისე გავიტრუნებოდი, ვითომ პირველად ვისმენდი. ბოლოს ვეუბნებოდი, მაი ზღაპარი ვიცოდი-თქო და მებუტებოდა აბა რას მაქაქანე ამდენ ხანს . ვეუბნებოდი, შენნაირი სიბერე მინდა მქონდეს-თქო. შენ რომ მიყვარხარ, ისე მინდა ვუყვარდე ჩემ შვილიშვილებს-თქო. გეიცინებდა და მეტყოდა - „ჩემს ასაკამდე ბედნიერად გაგეტარებინოს ცხოვრება ნენა“
პ.ს თუ ვინმე მკითხავს, რა არის სიყვარული, აუცილებლად მოვუყვები ამ ამბავს და მჯერა, რომ ის მიხვდება პასუხს.
კიდევ იმასაც მიხვდება, რა თბილი, გემრიელი და შეუცვლელია ბებიეს კალთა. გაუფრთხილდით ბებიას და ბაბუას სანამ გყავთ, ისინი ჩვენით ცოცხლობენ“- წეს გივიკო დიდია.