
„ტვ პირველის” ჟურნალისტს სიმონ შანავას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ჟურნალისტი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ვირუსული ინფექციის მიმდინარეობის შესახებ და იმ სიმპტომების შესახებ წერს, რომელიც მას აღენიშნება.
როგორც ინფიცირებული ჟურნალისტი სიმონ შანავა წერს, მას პირველი სიმპტომი ექვსი დღის წინ აღენიშნებოდა. თანდათან Covid-19-ის მახასიათებლები მოემატა და ახლა, მას ყნოსვა და გემო დაქვეითებული აქვს.
„მოკლედ მოგიყვებით იმ სიპტომების შესახებ რაც მე გამომივლინდა.
დღე 1.
ვიგრძენი ყელის ტკივილი მაგრამ 2 საათში გამიარა.
დღე 2.
თავის საშინელმა ტკივილმა შემაწუხა.
დღე 3.
მომცა სიცხე 37.3 .
დღე 4.
დავკარგე ყნოსვის შეგრძნება.
დღე 5.
ყნოსვასთან ერთად გემოს შეგრძნებაც დავკარგე.
დღე 6 .
არ მაქვს სიცხე, არც ყელი მტკივა და არც ვახველებ უბრალოდ, სუნს და გემოს ვერ ვგრძნობ“- წერს ჟურნალისტი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 6538 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია ჯამში 93 პაციენტი.