ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თინა ხიდაშელი საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულ სამშენებლო პოლიტიკას ბოროტებას უწოდებს და აცხადებს, რომ კორუფციის მაღალი დონე სწორედ მსგავს მიდგომებშია.
„უდიდეს ბოროტებას აკეთებს პარლამენტი ამ დღეებში, სამშენებლო ამნისტიით.
გასაგებია, რომ ოცნებას ფული წინასწარ აღებული აქვს, გასაგებია ისიც, რომ მათი ვალი აქვთ.
სწორედ ეს არის ბატონებო კორუფცია! სწორედ ეს არის ხეირი ქვეყნის და უჰაეროდ, სიმწვანის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის ხარჯზე.
და მორიგ ჯერზე სანამ აკივლდება სხდომაზე, ორივე 9 წლის თანამონაწილე, ქალბატონი ბითაძე იქნებ სია წარმოადგინოს ვინ ისარგებლებს ამ კანონით. პირველი ოცეული, ორმოცეული, მათი შემომწირველები, ოცნების წევრ/დეპუტატები …
მაღალი ხმის ტემბრით და ნიშნისმოგებით საუბრით კორუფცია არ ქრება სამწუხაროდ ….“ - წერს ხიდაშელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ჩემს კლინიკაში კონსულტაციაში პაციენტს ფულს არ გამოვართმევ...“ - ღოღობერიძე