Digest Logo

„ჩემს კლინიკაში კონსულტაციაში პაციენტს ფულს არ გამოვართმევ...“ - ღოღობერიძე

1624463438
გიორგი ღოღობერიძე

ონკოლოგ-რეზიდენტი, გიორგი ღოღობერიძე, რომლის სამედიცინო რჩევებს ინტერნეტისა თუ ტელევიზიის საშუალებით ბევრი ადევნებს თვალყურს, ნინო ნადირაძისა და გადაცემა „პრაიმშოუს“ შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს:

„ამაში მართალია ქალბატონი ნინო, რომ მე ვარ რეზიდენტი. ექიმი როგორ არ ვარ, სამედიცინო უნივერსიტეტს რომ ამთავრებ, იღებ ექიმის დიპლომს, ლიცენზირებულ ექიმობამდე კი რამდენიმე საფეხური მაკლია… მე მხოლოდ ჩემი სახელით ვიტყვი, რომ არანაირი სიძულვილი, ბოღმა და შური ნინოს მიმართ არ მაქწვს… ადამიანს გაუჩნდა კითხვები და დამისვა, ამაში საგანგაშო არაფერი ყოფილა…“

გიორგი ღოღობერიძეს საკუთარი კლინიკის გახსნა სურს, სადაც სურს, მკურნალობა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის:

„ამ კლინიკაში შესაძლებელი იქნება, ყველაფერი იყოს ძალიან მისაღებ ფასებში, რომ მკურნალობის გამო ქონების გაყიდვამ არავის მოუწიოს. მაგალითად, ჩემს კონსულტაციაში პაციენტს ფულს არ გამოვართმევ. ჩემი სიტყვები არაფერი მიჯდება და ამას ფასს ვერ დავადებ, მაგრამ დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტს მკურნალობა ხომ სჭირდება, საჭიროა პრეპარატები და ბევრი სხვა…“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ჩაიარონ, დიახ! ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფლება - ჭოხონელიძე Tbilisi Pride-ზე

„დეპუტატობისას მქონდა განცდა, რომ ვიყავი დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი“

კატეგორიულად გიკრძალავთ ზიარებას! – მეუფე სპირიდონმა „ნაციონალური მოძრაობის” წევრების და სხვა ოპოზიციონერების ზიარება აკრძალა