Digest Logo

„უნდა მოვკვდეთ, ამოვწყდეთ, რომ თქვენი ყურადღება მივიქციოთ?!” - 35 წლის ქართველი ემიგრანტი აპარატზეა შეერთებული

1630837358
მაია ბაჩანაშვილი

საბერძნეთში მცხოვრები მაია ბაჩანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს საკონსულო ქართველი ემიგრანტის მიმართ, რომელიც აპარატზეა შეერთებული,  ყურადღებას არ იჩენს. 

„ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში 35 წლის ახალგაზრდა ქალი იმყოფება კოვიდ ინფიცირებული. აპარატზეა შეერთებული, ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ახლა ვესაუბრე ამ გოგოს დედას. ბევრი მცდელობის მერე, როგორც იქნა, დაუკავშირდა საკონსულოს და როგორც თვითონ ამ ქალბატონმა მითხრა, პასუხი იყო შემდეგი: ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ ამ ეტაპზე. თუ ადამიანი გარდაიცვლება, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, ჩავერთოთ საქმეშიო.

ახლა კითხვა მაქვს კონსულთან: ბატონო კონსულო, ე.ი. უნდა მოვკვდეთ, ამოვწყდეთ, რომ თქვენი ყურადღება მივიქციოთ? ამ მკვდარსაც აქვე, ათენში უკეთებთ კრემაციას და საქართველოს მიწასაც კი არ აღირსებთ ქართველ ემიგრანტს. ცოცხლებს მიხედეთ, ის ჯობია, ვიდრე მოკვდება ადამიანი თუ არა მერე?.. ძალიან ბევრი ცოდვა გადევთ ემიგრანტების და არაა ეს კარგი ამბავი თქვენთვის!”, - წერს მაია ბაჩანაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ლამის საკუთარი ბავშვების წინაშე მომახრჩო... მოგერიების მიზნით, ეს ადამიანი სამზარეულოს დანით დავჭერი" - ნანა გოგალაძის ტრაგიკული ისტორია

🔵„რობი სახლიდან გავიდა და დაიკარგა" - ნახეთ, რა შეემთხვა ხატია დეკანოიძეს

🔵„ჩემი უსაყვარლესი რაჭუკა მეგობარი... ასე მხვდება ონში" - ვისზე საუბრობს კახაბერ კუჭავა