Digest Logo

„უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გავწირეთ... ადამის მოდგმა ვართ და ვაღიაროთ რომ მსხვერპლშეწირვაში უარს ვერ ვამბობთ“ - იაგო ფრანგიშვილი

1637126675
იაგო ფრანგიშვილი და მიხეილ სააკაშვილი

გერმანიაში მოღვაწე ექიმი იაგო ფრანგიშვილი საქართველოში არსებულ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ის ასევე საუბრობს პარლამენტის იმ წევრებზე, რომლებმაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნის გამო შიმშილობა გამოაცხადეს.

„ციხეში მჯდომი შიმშილობს იმიტომ, რომ ხელ-ფეხი აქვს შებორკილი, კაგებეს მეთოდიკით აწამებენ. მონის მონა რომ აწამებს ადამიანს, ისე ბატონი არ აწამებს. ამიტომაც, ასეთ სიტუაციაში ადამიანს მხოლოდ შიმშილობა, ანუ პირის გაღების და ყლაპვის უფლებაღა აქვს და იმაზეც ამბობს უარს. ეს უმაღლესი და უკიდურესი პროტესტია.

გარეთ და თავისუფლებაში მყოფის თანაშიმშილობა კი მიმაჩნია უდიდეს შეცდომად, არაეფექტურად მხოლოდ კი არა, არამედ უფრო შეგუებად. ხალხი ეგუება ამგვარ პროცესებს. ერთი ადამიანის და უუფლებო პატიმრის შიმშილობა გმირობაა. ხელფეხგახსნილი და პარლამენტარი რომ შიმშილობს და აი ეს პროტესტად მიგაჩნია, ეს თვითდაუძლურებაა და დაკაბალებაა.

არასდროს ვიყავი პარლამენტის არჩევნებში აქტიური მონაწილეობის მომხრე და მით უმეტეს, პარლამენტში შესვლის. ოპოზიციის ფრაქციის გარეშე პარლამენტი იქნებოდა არაკანონიერი. და რახან შეხვედი, ახლა გამოსვლა და შიმშილი სისულელეა. რატომ ტოვებ იმუნიტეტს? ამ იმუნიტეტის აღება გაიძულა და დაგავალათ ევროპამ. ახლა უნდა იბრძოლო ამ ბერკეტით, უნდა აუტალახო ევროგაერთიანების და აშშ და დასავლეთის წარმომადგენლობას კარი და არ უნდა მოასვენო.

პარლამენტარის უფლებაა ყველგან შესვლა და როცა არ დაგრთავენ ნებას, უნდა მიხვიდე არა ბიძინასთან, არამედ იმასთან, ვინც გაიძულა პარლამენტარობა. გარეთ კი ხალხი იმიტინგებს, შენ რომ ელჩებს არ მოასვენებ.

ვითომდა არ იციან ეს? პრობლემა ისაა, რომ სულ მალე ყველაფერი გაუფასურდება შიმშილობაც, ეს აქა იქა პროტესტიც, მოვა შობა-ახალი წელი, შეწყვეტს ის ხალხი შიმშილობას ასე თუ ისე. სთხოვს ან აშშ და ან ევროპა და შეწყვეტენ…

მიშა სააკაშვილის პროტესტიც გაუფასურდება, თუკი მანამ მიაღწია და ეგებ ძალითაც გაუკეთონ კალორიების გადასხმა, აბა ხომ არ მოვკლავთო. მერე კი მოხდება ისევ და ისევ დასავლეთის შუამავლობით ბიძინას მონებისა და ოპოზიციის შეთანხმება რაღაც ელემენტარულზე, მოხდება კიდევ ერთხელ ბიძინისტანის გადემოკრატიულების მეიკაპი​ და სააკაშვილი გადაინაცვლებს მართლაც და სუფრის მოსაგონრად.

აი აქეთ მიდის ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება. გამოსავალი კი ისაა, რომ პარლამენტარებმა მაქსიმალურად გამოიყენონ მათი ყველა უფლება და მიადგნენ დასავლეთის წარმომადგენლობას, განაცხადი განაცხადზე ყველა ევროპა-ამერიკულ ინსტანციაში, დღეში რამდენჯერმე მოითხოვონ სააკაშვილის ნახვა და ყველა უარზე უნდა იყოს რეაქცია საელჩოებთან.

ან კიდევ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი უბრალოდ გავწირეთ. უნდა ვაღიაროთ რეალობა და მართლა მომავალზე ვიფიქროთ, ბოლოს და ბოლოს, ადამის მოდგმა ვართ და ვაღიაროთ რომ მსხვერპლშეწირვაში უარს ვერ ვამბობთ, ჯერჯერობით“, – წერს ექიმი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მიშას დედაჩემის შეწყალებას რომ ვთხოვდი, პარლამენტის წინ შიმშილობის გამო დამიჭირეს და პირობითი მომარჭვეს!“ – ბეგლარ ლოგუა

🔵„შემთხვევით გაიგეს, რომ მძიმე პაციენტი ჩამოგვყავდა. მომენტალურად ამოვიდნენ“ - რა შეემთხვა სასწრაფო ბრიგადას

🔵„ორ თვეში ოთხჯერ გადავკვეთე საქართველოს საზღვარი და ... “ - რას წერს დათო ლიკლიკაძე