ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი ვაქცინაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს.
როგორც იცით, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სჯერა, რომ ვაქცინაციის შედეგად „დაიჩიპება“ და მის გაკონტროლებას შეძლებენ.
სწორედ ამ ამბავს გამოეხმაურა სარიშვილიც:
„ვინც დარეგისტრირდა „ფაიზერზე“ და მესიჯი არ მოსვლია 24 საათში, აქ ვიკრიბებით საგალობოდ.
უფალი მიცავს ჩიპისგან“, - წერს სარიშვილი.