Digest Logo

„უსასყიდლოდ ვაცხოვრებ ჩემთან გოგონას, რომელიც წელს გახდა სტუდენტი და არ აქვს საშუალება...“ - ლანა ნიკოლეიშვილი

1628499972
ლანა ნიკოლეიშვილი

სკოლის ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის, სოფი ნიკოლეიშვილის დედა, ლანა ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მზადაა დაეხმაროს სტუდენტ გოგოს, რომელმაც უმაღლეს სასწავლებელში წელს ჩააბარა და საცხოვრებელი ბინისა და თავის რჩენის  საშუალება არ აქვს.   

„მეგობრებო! გთხოვთ, გადააზიაროთ! ვაცხოვრებ ჩემთან უსასყიდლოდ გოგონას, რომელიც გახდა წელს სტუდენტი და არის უკიდურესად შეჭირვებული ოჯახიდან. არ აქვს საშუალება, იქირაოს ბინა, ირჩინოს თავი.
პირობებს პირადად გადავამოწმებ, სანდოობის მიზნით. მინდა, შანსი მივცე სწავლას მოწყურებულ ახალგაზრდას“, - წერს ლანა ნიკოლეიშვილი.

ცნობისთვის, 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი სკოლა „ალბიონში“ სწავლობდა. იმ საბედისწერო დღეს, ექსკურსიაზე მასწავლებლებთან და თანაკლასელებთან ერთად იმყოფებოდა. გოგონა ნინოსხევის ჩანჩქერში ჩავარდა და ორდღიანი ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი მაშველებმა იპოვეს.