Digest Logo

უთხარი და გააგებინე ზრდილობიანად. რას ურტყამ... ერევი?! - შალვა რამიშვილი ვახო სანაიას ცემის ფაქტზე

1614334675
სანაია და რამიშვილი

გუშინ, 25 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიას ოჯახისა და მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით თავს დაესხნენ. მომხდარზე შსს-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და სამი პირი დააკავა.

ჟურნალისტის მეუღლე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ვახოს ტვინის შერყევა დაუდასტურდ.

მომხდარის შესახებ შალვა რამიშვილმა ასეთ მოსაზრებას გამოთქვა:

„ხო დაინახე, რო ქალებთანაა?! გაეშვი, რა…

მერე საქმეს რო ურჩევ, არასწორ მხარეს დგახარო…

უთხარი და გააგებინე ზრდილობიანად. რას ურტყამ… ერევი?!

მე რო ნოდარა მელაძეზე გავიწიო, ხო ვიქნები ნოდარა მელაძე?!

მიდი, აბა, უდესიანს გაეჭიმე, ისიც ნაცია… ნოდარა მელაძეზე ასჯერ უფრო „აპასნი“!

P.S. და ზოგადად: ცემა არაპედაგოგიურია!“ - წერს რამშვილი.