პოლიტიკური პარტია „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ვინც პარლამენტში შევა „მის დედას ქვეყნის 70% შეეხება და თავს გაახსენებს“.
ოქრუაშვილი, აგრეთვე, მამა შალვა კეკელიასაც ახენებს და აინტერესებს მისი აზრი იმ პოლიტიკოსებზე, ვინც პარლამენტში აპირებენ შესვლას.
„ამ ჭიქით იმ კაცის ხსოვნისა იყოს არჩევნების მერე სახლში ამაყად რომ შეაბიჯებს, ცოლს იპოთეკის გასტუმრებულ ქვითარს ჩაუჯიბავს, შვილებს პარლამენტის მანდატს რომ ჩამოუკიდებს კედელზე, ბიძინას გულში მადლობას რომ გადაუხდის გარაჟის „იამაში“ დამალული ასმანეთიანებისთვის და ქვეყნის 70%-სგან საკუთარი დედის ხსენებას ყურადღებას რომ არ მიაქცევს.
ვაკელი მღვდელი რომაა შალვა კეკელია, რას ამბობს, ვინც პარლამენტში შევა იმათი შთამომავლობა ბედნიერად იცხოვრებსო?“, - წერს ოქრუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში მამა შალვას წინააღმდეგ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა პოსტი დაწერა და აღნიშნა, რომ მამაო ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას შვილებს უბედურებს, უწოდებს მამამისის გამო. „როგორ შეიძლება მისმა შვილებმა გაიხარონ?“,- ნათქვამია ქადაგებაში.
🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:
VIDEO: კახეთში ქრისტეს ჯვარცმას სისხლი სდის, 100-მდე ხატს კი მირონი - რა მოხდა ლაგოდეხში