მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, აგვისტოში დაგეგმილი ყველა კონცერტი გააუქმა.
„ყველა ჩემი გამოსვლა მოვხსენი და ვერ მნახავთ ვერსად გამოსულს! ვიქნები მეც, ჩემი ქვეყნის ბევრი ადამიანივით უმუშევარი,“ - წერს სოციალურ ქსელში მომღერალი.
ამასთან, სტეფანე მიიჩნევს, რომ მედიცინის ყველა მუშაკს ვინც ანტივაქსერია, სასწრაფოდ უნდა შეუწყვიტონ მუშაობის ლიცენზია.
მოგვიანებით სტეფანემ ახალი პოსტი გამოაქვეყნა:
„ჩემი პოსტი წავშალე, კომენტარებით დამცხრილეს,
მერე რა თქმა უნდა პორტალებმა დაბეჭდეს და იქ მათრევენ …
მე არ მაქვს ნერვი და იქ არ შევდივარ.
პ.ს: რეალურად სხვა რამეს ვგულისხმობდი, მაგრამ ესმით რამე?!
ასეთი შემთხვევა იყო: ნაცნობთან აღმოჩნდა გოგო აცრაზე… ამცრელმა ყურში უთხრა : „თუ ბავშვი გინდა არ გაიკეთო ეს აცრაო“- ხო და ეგ იყო ინსპირაცია.“