Digest Logo

„ვერ უძლებს ჯანდაცვა ამდენ შავ პარკში ჩასვენებულ ხალხს, რომელთა უკან გაუბედურებული ოჯახები რჩებათ....“ - შოთა ინასარიძე

1638784721
შოთა ინასარიძე

სოციალური ქსელის მომხმარებელი შოთა ინასარიძე ქვეყანაში არსებულ რთულ ეპიდვითარებასა და ვაქცინაციის პროცესზე საუბრობს. ის საზოგადოებას კოვიდ საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ იმიტომ უნდა გააკეთოთ, რომ მეტი სიცოცხლე გადაარჩინოთ და არა იმის გამო, რომ რესტორნებში შეგიშვან.

„ალბათ ვრცელი პოსტი გამომივა, თუ წაიკითხავთ ბოლომდე გულისყურით და გაიაზრებთ, ამით პირველ რიგში საკუთარ თავს დაეხმარებით და შემდგომ გვერდით მდგომებს....

უმეტესობამ იცით, რომ ვწევარ კოვიდ კლინიკაში, იქ სადაც ვმუშაობდი და ღვთის წყალობით დიდი სანაცნობო წრეც მყავს, ნუ მე კარგად ვარ, არ ვიწუწუნებ ჩემზე არაფერს, უბრალოდ მინდა გადმოგცეთ, თუ რა საშინელება ხდება დღევანდელ რეალობაში....

გასვლა არ მინდა რეანიმაციაში, იმიტომ რომ ყოველ გასვლაზე ახალ პაციენტს ვხედავ, სამწუხაროდ, დილით ნანახი საღამოს ვეღარ მხვდება და პირიქით.... ასაკს მნიშვნელობა არ აქ, სამწუხაროდ ახლა როცა ამას ვწერ, 20 წლის ბიჭი იბრძვის.... საახლობლო, სანაცნობო მირეკავს და ვიგებ, რომ ერთ-ერთი აპარატზე გადაიყვანეს, მეორეს უკვე გულმა ვერ გაუძლო და ეს ხდება მეგობრებო მუდმივად, უწყვეტ რეჟიმში... სამწუხაროდ ყველა აუცრელია...

ნუ ფიქრობთ იმას, რომ 2 წელიწადში რას გამოიღებს ეს აცრა, იმიტომ რომ ამ ხალხს ეს 2 წელიც არ ჰქონდათ, იმისთვის რომ, საკუთარ ოჯახს ჩახუტებოდნენ.... დავფიქრდეთ, არ ჯობია თუნდ 2 დღით მეტად ვიყოთ ერთად?

მე მინდა ავიცრები მინდა არა, ჩემი საქმის მე ვიცი.... ეს მიდგომა იცით როდისაა მართალი? აი რო დაფიქრდები და უკან მოიხედავ... იქ კი ვერ აღმოაჩენ ვერაფერს და ვერავის. როცა თამამად გეთქმის, რომ შენი ამ ქვეყნიდან წასვლით ცრემლი არავის არ მოადგება.... როცა არავის არ უყვარხარ და სულ მთლად მარტო სული ადამიანი ხარ....

ასეთები კიდე ხო არ ხართ ხალხო? მეგობარი, ცოლი, შვილი, ნათესავი, უბრალოდ ნაცნობი... იფიქრეთ მეგობრებო თქვენზეც და სხვებზეც...

ვერ უძლებს ვერც ჯანდაცვა და ვერც ამ სფეროს მუშაკების ფსიქოლოგია ამდენ შავ პარკში ჩასვენებულ ხალხს, რომელთა უკან გაუბედურებული ოჯახები რჩებათ....

აიცერით, იმისთვის, რომ გადარჩენის მეტი შანსი გქონდეთ და არა იმისთვის, რომ რესტორანში შეგიშვან...“, - წერს შოთა ინასარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵რა უნდა მოგვიტანოს მეკვლემ იმისთვის, რომ 2022 წელი წარმატებული გვქონდეს - ცაგარელის რჩევები

🔵„გამცირებენ, შეურაცხგყოფენ და ხელით გეხებიან... მისმა ფსიქიკამ ვერ გაუძლო მძიმე შრომით და ფსიქოლოგიურ წნეხს“ - რას წერს ემიგრანტი

🔵„ვაჰ, ეს ყოფილი ქმრები როგორ აფრენენ!“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე მიხეილ სააკაშვილსა და სანდრა რულოვსზე

🔵VIDEO: „განცდით არ განვიცდიდი, მაგრამ მინდოდა მყოლოდა და-ძმა... დედაჩემს უხარია, რომ ზალიკოს დედაა“ - ზალიკო ბერგერის გულახდილი პასუხი