შოუმენი ზალიკო ბერგერი გადაცემას „ნოესთან“ სტუმრობდა, სადაც მან თავის პირადზე ისაუბრა. მისი თქმით, მუდამ მხიარული და მოღიმარი შოუმენის უკან სევდიანი ზალიკო იმალება. როგორც თავად აცხადებს დედისერთობა მისთვის პრობლემა არ ყოფილა, თუმცა და-ძმის ყოლა ყოველთვის უნდოდა.
„ჩემი უამრავი მეგობრის მიმართ სულ მე ვიყავი ვალდებული, რომ რაღაცა გავაკეთო, სულ კაი ხასიათზე უნდა ვიყო, სულ უნდა გავართო... არავის არასდროს არ უკითხავს, იქნებ შენ რაღაცა გადარდებს... განცდით არ განვიცდიდი, მაგრამ მინდოდა მყოლოდა და-ძმა... დედაჩემს უხარია, რომ ზალიკოს დედაა“, - ჰყვება ზალიკო ბერგერი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს იმ 3 ნიშანს ასახელებს, რომლებიც 2022 წელს ყველაზე წარმატებულნი იქნებიან
🔵„ძუძუ რომ მოაჭამა” მაგის ხარჯებსაც ედავება პროკურატურა?” – ანა წითლიძე სააკაშვილზე