მომღერალი სალომე ჩიტაძის დედამ, მაკა ზამბახიძემ, შვილიშვილის დაბადება თავად აცნობა საზოგადოებას. მოგვიანებით, სალომემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს თუ როგორ ამხნევებდა დედა მშობიარე ს.
„ადგილი სადაც მოევლინა ჩემი პირველი საკუთარი სიყვარული. უღრმესი მადლობა მინდა ჩემს ოქროს ხელება გინეკოლოგს გადავუხადო იმისთვის, რომ დამეხმარა ყველაფერი სწორად გამეკეთებინა (მეცადა მაინც ყოველ შემთხვევაში). ვცდილობდი, მაქსიმალურად სწორად გავყოლოდი მას ამ ურთულეს გზაზე. ძალიან დიდი მადლობა სალი ამ სიხარულისთვის. ახლა მესმის რა დონის მდიდარი ადამიანი ხარ, როცა შენს მიმართ ასეთ გრძნობას განიცდიან როგორიც მე მაბადია ახლა. ასე ვეგებებოდით ჩემს პატარა მიქაელს მე და დედა. ირაკლი ცაბაძე მადლობა, რომ არსებობ და ჩემს სიყვარულს იზიარებ ეს ჩვენი პირადი სუნთქვა ჩემგან შენ. ეს განცდები სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება. როგორც აქამდე ვიყავი დარწმუნებული, ყველა ტკივილი, ყველა ცრემლი და ყველა ამოხვნეშა ღირდა ამ დღედ", - წერს სალომე ჩიტაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ეს იყო გამაოგნებელი საყურებელი“ - მაკა ზამბახიძეს შვილიშვილი შეეძინა
🔵„ჩემი და მიხეილის სიყვარული ღვინდება...“ - მაკა ზამბახიძე
🔵მაკა ზამბახიძე ბებია ხდება - „სალომემ მესიჯით მომწერა ეს ამბავი, დავურეკე და ვატირე“