პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს დღეს, საღამოს 20:00 საათზე, რუსთაველის წინ გამოვიდნენ და გააპროტესტონ გუშინ მომხდარი ძალადობრივი ქმედება.
„ჩვეულებრივად ვაშუქებთ მოვლენებს, ვაგრძელებთ ცხოვრებას. გუშინდელ ამბავზე თვალები არ უნდა დავხუჭოთ, ეს პატარა ამბავი არ იყო.
გუშინ რაც ვნახეთ ესაა სიბნელე, რაც აფერხებს ქვეყნის წინსვლას.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი პარტია მოგწონს. ეს ხალხი არის ბნელი, ზომბების მასა, რომელიც გამოზარდეს იმისთვის, რომ ასეთ მომენტებში გამოიყენონ.
თუ მართლა რამე გინდათ, ხმა ამოიღეთ.
ჩუმად დადექით, არც მიტინგი იქნება, არც ბღავილი, არც სიმღერა, აჩვენეთ ამათ, რომ გსურთ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება“,- ამბობს ჯაფარიძე.