Digest Logo

🎥 VIDEO: „ეს უბრალოდ ეთიკის საკითხია“ - გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძეს დაუპირისპირდა

1640513461
გიორგი ღოღბერიძე

„რეზიდენტებს ბევრი ეპატიებათ, ფაქტობრივად, სტუდენტები არიან, მაგრამ როცა ექიმის ლიცენზიას აიღებ, ეს უკვე პასუხისმგებლობაა. დიდი იმედგაცრუებაა, რაც ახლა ვნახე … იმედია, ვცდები…“, - ასე ეხმაურება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ექიმ გიორგი ღოღობერიძის ვიდეომიმართვას, სადაც ის პანდემიაზე საუბრობს.

„არაერთმა ადამიანმა ჩამიგდო ეს ბმული.

კოვიდი არის გაციება?! პოსტკოვიდი სად არის?

საინტერესოა, მაგრამ ზღაპრებზე რატომ გადავდივართ ?! მოკლედ, რა...

დღეს დაზუსტებით არაფერი ვიცით ამ ვირუსის ახალი შტამის შესახებ. დეტალური ინფორმაცია იქნება 2-3 კვირაში, ისიც ნაწილობრივ, ვაქცინების კუთხით.

გაზიარებული ინფორმაცია არის “misleading”(მცდარი).

იქნებ კლინიკურ საკითხებს მივხედოთ და საზოგადოებრივ ჯანდაცვას ამ ეტაპზე თავი ავარიდოთ.

ყველას გვაქვს ჩვენს (სამედიცინო) სფეროში ლიცენზიები და მივყვეთ ჩვენს დარგს…

ყველა ახალგაზრდა კოლეგის აქტიურობას მივესალმები, მაგრამ სჯობს, ჯერ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...

ექიმი საუბრობდე პანდემიაზე და არ ახსენო ვაქცინაცია ?! ეს, უბრალოდ, ეთიკის საკითხია. სამედიცინო ეთიკა და დაუწერელი სამედიცინო კოდექსი არასდროს არ უნდა დავარღვიოთ.

რეზიდენტებს ბევრი ეპატიებათ, ფაქტობრივად, სტუდენტები არიან, მაგრამ როცა ექიმის ლიცენზიას აიღებ, ეს უკვე პასუხისმგებლობაა. დიდი იმედგაცრუებაა, რაც ახლა ვნახე … იმედია, ვცდები…

P.S. ახლა დამესევიან ფანკლუბის წევრები“, - წერს გიორგი ფხაკაძე.