„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მისივე სახლთან უცნობმა პირმა მანქანით კინაღამ ჟურნალისტს ფეხზე გადაუარა.
როგორც დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მედიას კომენტარს აძლევდა.
„კომენტარს ვაძლევდი სახლთან. მთავარი და რუსთავი 2 იყო. მოვარდა მანქანა და კინაღამ რუსთავი 2 ის ჟურნალისტს ფეხზე გადაუარა, ძალით.
გავარდა გინებით და მიიმალა. სავარაუდოდ, უბნის ძველი ბიჭები..
ანუ, ფიზიკურად გადარჩენაზეა უკვე საქმე - ჟურნალისტები და ოპოზიცია ფიზიკურად უნდა გადავრჩეთ ამ არჩევნებზე. ამ ზიზღით სავსე ბანერების გაკვრაც ამას ემსახურება.
“სიცოცხლით სავსე უბანი” ხომ კალაძე? ზიზღში უნდათ ეს ქვეყანა გაანადგურონ!" - წერს დეკანოიძე.