„როგორი ქვეყანა ვართ? ერთი წუთით დავფიქრდეთ, მე გჩუქნით ერთ სატელევიზიო წუთს, რომელიც არც ისე იაფია, სხვათა შორის. ერთი წუთით ვიფიქროთ“, – ამ სიტყვებით დაიწყო „ტვ პირველის“ წამყვანმა გიორგი კვერენჩხილაძემ გადაცემის მონოლოგი.
„კარგით, მთლად ერთი წუთიც არ არის საჭირო, ამაზე სხვა დროსაც უნდა გეფიქრათ, მაგრამ რა მოიფიქრეთ? როგორი ქვეყანა ვართ? მდიდარი? – არა.
სამართლიანი?- არა.
ბედნიერი? – არა.
განათლებული? – არა.
იქნებ თავისუფალი? ნუ გეღიმებათ… და რატომ არ ვართ არც ბედნიერი, არც მდიდარი და არც სამართლიანი, არც განათლებული და არც თავისუფალი. იქნებ იმიტომ, რომ რაღაც არასწორად ვაკეთებთ. რაღაცას კი არა, ბევრ რამეს… იმის ჩამოთვლა უფრო მარტივია, რას ვაკეთებთ სწორად.
სწორად ვუტეხავთ ერთმანეთს თავებს, მაგრამ ეს არასწორია. სწორად ვუტეხავთ ერთმანეთს სახელს, მაგრამ ესეც არასწორია. ძალიან სწორად ვანგრევთ ქვეყანას“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
უნდა გავიდე და ვიმღერო! არ მოგესმათ! – თამარ ივერს დედა გარდაეცვალა
„ჩემს სინდისთან უნდა ვიყო მართალი... ამიტომ გაფრთხილებთ“...- დავით გადელია
„ოთხმა ძმაკაცმა გადავწყვიტეთ, რომ შეყვარებულების ყოლის დრო იყო და“... - უსაყვარლესი ისტორია