მსახიობ, ლაშა გაბუნიას, რომელსაც ხალხის დახმარება სჭირდებოდა ოპერაცია ჩაუტარდა. ვიდეოს სოციალურ ქსელში თავად კლინიკა ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გაბუნიამ ავარიის შედეგად ხერხემალი დაიზიანა. დაავადებამ წლების შემდეგ იჩინა თავი.
მას ხერხემალზე რამდენიმე თიაქარი ჰქონდა, რომელიც ძლიერ ტკივილებს იწვევდა.
პირველ რიგში კისრის მალის ოპერაცია ჩატარდა საქართველოში. ოპერაცია წარმატებით დასრულდა თუმცა აუცილებელი გახდა მე-4 და მე-5 მალაზე ქირურგიული ჩარევა.