შუშანა ბებომ ოპერაცია გაიკეთა. როგორც თავად ამბობს, კატარაქტა ჰქონდა, რის გამოც შვილიშვილთან ერთად საავადმყოფოში მივიდა.
როგორც შუშანა ბებო ამბობს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და უკვე სახლშიც გაწერეს.
„უღრმესი მადლობა ოფთალმიჯის ყველა თანამშრომელს. ქირურგს, ბატონ არსენ შურღაიას. ექიმებს ნიკა მამასახლისს და ნატო ედიბერიძეს. თქვენი პროფესიონალიზმით და ადამიანობით ბებო გააბედნიერეთ. მადლობა სითბოსთვის და ყურადღებისთვის. ასევე, მადლობა მინდა გითხრათ ყველას, ვინც გვწერდით და ბებოს ამბავს კითხულობდით, ბებო კარგად არის, უკვე სახლშია. გვიყვარხართ ძალიან",- წერს შუშანა ბებოს შვილიშვილი სოციალურ ქსელში.
⭕ამავე თემაზე:
შუშანა ბებოს ფილმში იღებენ - ფოტოები
გახარიას გაცნობა მინდა… როგორც ტიპი, ეგრე მიყვარს – შუშანა ბებო გიორგი გახარიაზე
ცხოვრებისეული ტრავმა, საყვარელი კაცი და ახალგაზრდობა - შუშანა ბებოს ამბები