სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელმაც საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა. ახალგაზრდა ქალი ქალაქელებს მიმართავს და ამბობს, რომ "სოფლელების" მოყვანილი სიმინდი მალე 3 ლარი გახდება.
„სიმინდი...სიმინდი... დიახ, ცეცხლის ფასი ექნება სიმინდს წელს. ჩემი დათესილია, ჩემი გათოხნილია, ჩემი გამოთხრილია და სასუქიც მე მივუყარე. დიახაც, მე მოვიყვანე ეს ყანა. საერთოდ არ მიტყდება, რომ სოფლელი ვარ. თქვენ, მანდ რომ სხედხართ გამოკეტილები "ციხეში" და რომ ლაპარაკობთ სოფლელები სოფლელებიო. "სოფლელების" მოყვანილს ხომ კარგად ხეთქავთ ყველაფერს? თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო, თქვენზე ნაკლები ვარ, თქვე მართლა ლენჩებო და სოფლელებო? ყველაზე დიდი სოფლელი თქვენ ხართ, სოფლელებს რომ ლანძღავთ",- ამბობს ვიდეოს ავტორი.
⭕ამავე თემაზე:
„სოფლელებო, აბა, როგორ ხართ“ - გიორგი მასხულია
ვინც თბილისში ქირით ცხოვრობთ თქვენს სოფლებში დაბრუნდით - მანანა თოდაძე
VIDEO: მთელი სოფელი თბილისში ჩამოვიდა... დაბრუნდნენ თავიანთ სოფლებში! - ქეთი დოლიძე